პროექტის იდეა მომწიფდა კლასის საათის ,,ბავშვები ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ" მიმდინარეობისას.გადავწყვიტეთ გადაგვედგა ქმედითი ნაბიჯები, რომ მოსმენილი გვექცია რეალობად. ასე ჩაეყარა საფუძველი სოციალურ პროექტს ,,მე გლობალური მოქალაქე ვარ!"
დღეს პროექტზე მუშაობის დასაწყებად გადავდგით პირველი ნაბიჯები: მოსწავლეები განაწილდნენ ოთხ ჯგუფში, დასახელდა განსახორციელებელი აქტივობების იდეები როგორც ჯგუფებისთვის, ასევე მთელი კლასისთვის, კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა თითოეული ჯგფუფის დავალება და შევუდექით მუშაობას.